შპს “რუსთავ კაბელი” 2016 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 1000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს,რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია. 2020 წლიდან ახალი გუნდი შეუდგა “რუსთავ კაბელი” განვითარებას და ქარხანა გადააიარაღა ტექნოლოგიებით. 2022 წელს ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე თურქული პროგრამული და ელექტრონული რუსთავ კაბელს მინიჭებული აქვს ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი მაღალი ხარისხის მენეჯმენტის დარგში, 2022 წელს კი, მიენიჭა ISO 45001:2018 სერთიფიკატი უსაფრთხოების სისტემის მქონე პროდუქტის წარმოებისთვის და მიწოდებისთვის. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია და ფლობს ხარისხის ნიშანს. 2018 წლიდან რუსთავ კაბელის პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე გადის დეტალურ შემოწმებას ქარხნაში მოქმედ, ხარისხის კონტროლს რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების შესაბამისად მოხდა, კერძოდ ევრო დირექტივა EFECTIS ERA AVRASYA TEST VE BELGELENDIRME A.S. რუსთავ კაბელის პროდუქციას მინიჭებული აქვს EN:60332 მარკირება,რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას იძლევა ევროპის ბაზარზე. რუსთავ კაბელის მიზანი ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო ბაზარზე გასვლაა. ჩვენი მისიაა, შეტანილი წვლილით გავხდეთ ევროპის ნაწილი და დავამკვიდროთ სტანდარტები.

Share This